მუხიანში მომხდარი სასტიკი მკვლელობა - "პირველების" ინფორმაციით, დაკავებული მეზობელი დანაშაულს აღიარებს
მუხიანში მომხდარი სასტიკი მკვლელობის საქმეზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა. 64 წლის რამაზ ბასილაძის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული 39 წლის კაცია. როგორც ირკვევა, პენსიონერი სასიკვდილოდ მისმა მეზობელმა გაიმეტა. დანაშაულის სავარაუდო მოტივად ნარკოტიკებით ვაჭრობა სახელდება.
"პირველების" ინფორმაციით, დაკავებული დანაშაულს აღიარებს.
ადგილობრივებისთვის შოკისმომგვრელი იყო, როდესაც გაიგეს, რომ დაკავებული მათი მეზობელი, 39 წლის ემინ ალიევია.
"ნარკოტიკებთან დაკავშირებით მოხდა ეს ამბავიო და ვინც გუშინ მოკლეს, ქირაში ცხოვრობენო. დედა დარჩა მარტო ახლა. ყველა შოკშ ვართ, ისეთი ტრაგედია მოხდა", - ამბობს ადგილობრივი.
შეგახსენებთ, რომ გუშინ მამაკაცმა მოხუც პენსიონერს ჯერ დანით ჭრილობები მიაყენა, შემდეგ ცხედარს ცეცხლი წაუკიდა, ლიფტის შახტაში ჩააგდო, თავად კი სახლში დაბრუნდა. პოლიციამ საზარელ დანაშაულში მხილებული მამაკაცი გვიან ღამით სწორედ სახლიდან აიყვანა.