"გაბუნია გამოდი კაბინეტიდან, ჩემს შვილს სიცოცხლე აღარ უნდა" - ხმაური და დაპირისპირება ჯანდაცვის სამინისტროსთან
ხმაური და დაპირისპირებაა ამ წუთებში, ჯანდაცვის სამინსიტროსთან. აქონდროპლაზიის მქონე მოზარდების მშობლები მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ.
აქციის მონაწილეებს სამინისტროს შენობასთან პოლიცია გამოუძახეს. მშობლები გზის გადაკეტვასაც ცდილობდნენ.
მშობლების პროტესტის მიზეზი დაფინანსებაა, რომელიც აქონდროპლაზიის მქონე ბავშვებისთვის საჭირო მედიკამენტიის შესაძენადაა აუცილებელი.
"გაბუნია გამოდი კაბინეტიდან, გამოდი. თქვენს შვილებზე წარმოიდგინეთ ხალხო. 3 თვეა აქ ვდგავართ. სიცოცხლე აღარ უნდა ჩემს შვილს, იცით", - ამბობენ მშობლები.