"ჩვენი სახელმწიფოს იმედი არ მაქვს" - მოსკოვის მიერ დაუსწრებლად გასამართლებული ქართველი მებრძოლი
უკრაინაში მებრძოლი ქართველი, რომელიც ქართული ლეგიონის კიდევ სამ წევრთან ერთად მოსკოვმა დაუსწრებლად გაასამართლა და პატიმრობა მიუსაჯა, ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლების იმედი არ აქვს. ლაშა რუხაია "ქართული ოცნების" მხრიდან პროვოკაციებს არ გამორიცხავს, რადგან ქართველი მებრძოლების დაპატიმრების ერთადერთი გზა მათი რუსეთში ექსტრადირებაა.
ამაყი ვარ რომ ვომობდი უკრაინაში ქართელ ლეგიონერებთან ერთად. თავიდანვე იყო მსგავსი საუბრები, რომ ამ ბიჭებს, ყველას, მიუსჯიდნენ პატიმრობას. მათ სურთ, რომ დააშინონ ჩვენი ბიჭები, თუმდაც მე, თუმცა ჩვენ ამით ვერ დაგვაშინებენ. რუსულმა ტყვიამ ვერ შეგვაშინა ფრონტის ხაზზე. ჩვენი სახელმწიფოს იმედი არ მაქვს და თავისთავად, დაცულადაც ვერ იგრძნობ თავს. ასე ღიად ვერაფერს მიიღებენ, უბრალოდ, შეუძლიათ რამე ისეთი ცუდი გააკეთონ ან ჩუმად გამიოტაცონ ან რაღაცა, - ამბობს ლაშა რუხაია.