"ხელისუფლება, დიდი ალბათობით, ჩვენს წინააღმდეგ რუსეთთან ითანამშრომლებს" - მამუკა მამულაშვილი
უკრაინაში ქართული ლეგიონის წევრი მამუკა მამულაშვილი ფიქრობს, რომ საქართველოს ხელისუფლება უკრაინაში მებრძოლი ქართველების წინააღმდეგ რუსეთთან თანამშრომლობს. საქმე ეხება მოსკოვის მიერ უკრაინაში 4 ქართველი მებრძოლის დაუსწრებლად გასამართლებას.
მამულაშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლების წარმოამდგენლები უკრაინაში მებრძოლ ქართველებს არ დაიცავენ, რადგან ისინი მოსკოვის რიტორიკას ერთი-ერთში იმეორებენ და მათ "დაქირავებულებს" უწოდებს.
ვთვლი, ამ პირობებში, როდესაც ვებრძვით რუსეთს და ვებრძით ოკუპანტს, ასეთი ნაბიჯი რუსეთის მხრიდან, ბუნებრივია, მაგრამ შეიძლება რაღაცის მიმანიშნებელი იყოს, რასაც დრო გვაჩვენებს. სწორედ ამ საკითხზე თანამშრომლობენ საქართველოს ხელისუფლებასთან და სწორედ ამ გადაწყვეტილებას ელოდნენ, რომ პროვოკაცია მოეწყოთ კიდევ ქართული ლეგიონის წინააღმდეგ. ხელისუფლებამ არაერთხელ გვიწოდა დაქირავებულები ისე, რომ რუსეთის პოზიცია და ღარიბაშვილის პოზიცია და ივანიშვილის პოზიცია ემთხვევა ერთმანეთს. ასე რომ, მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ხელისუფლების არცერთი წარმომადგენელი ჩვენ არ დაგვიცავს სიტყვიერადაც კი და დიდი ალბათობით ითანამშრომლებენ ამ საკითხში რუსეთთან, - ამბობს მამუკა მამულაშვილი.