ჯანდაცვის სამინისტრო პარალიზებულია - აქციის მონაწილეები შენობაში საყვირებით შევიდნენ
ჯანდაცვის სამინისტროს შენობა პარალიზებულია. შეჩერებულია ყველაა მომსახურება. მომსახურების ცენტრში მოქალაქეებს ვეღარ იღებენ, რადგან შენობაში აქონდროპლაზიის მქონე მოზარდების მშობლები არიან. საყვირებით და საპროტესტო ბანერებით ხელში, დილიდან, აქციის მონაწილეები ზურაბ აზარაშვილთან შეხვედრას ითხოვენ.
სამინისიტროს არცერთი თანამშორმელი აქციის მონაწილეებს ამ დრომდე არ შეხვედრია.
მშობლები ამბობენ, რომ არ დაიშლებიან, სანამ შესაბამის პასუხს არ მიიღებენ უწყების თანამშრომლებისგან.
"ჩვენ გამწარებული დედები ყველაფერზე ვართ წამსვლელები", - ამბობენ ისინი.
ჯანდაცვის სამინისტრო მშობლებს დაჰპირდა, რომ დაფინანსებას მისცემდენ, თუმცა დანაპირები ამ დრომდე არ შესრულებულა. საუბარია 20-მდე ბავშვის წამალზე.
შეგახსენებთ, რომ იშვიათი გენეტიკური დაავდების მქონე მოზარდების ოჯახის წევრები ბაშვებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრეპარატის შესაძენად დაფინანსებას ითხოვენ.