უკრაინაში უფრო დაცულად ვგრძნობ თავს, ვიდრე საქართველოში - ქართველი მებრძოლი

23.03.23 15:25
უკრაინაში უფრო დაცულად ვგრძნობ თავს, ვიდრე საქართველოში - ქართველი მებრძოლი

ქართველი მებრძოლების დაუსწრებლად გსამართლების შემდეგ, კრემლმა საქმეში სპეცსამსახურები ჩართო. ქართველ მეომარი გიორგი რუსიტაშვილი "პირველებს" უყვება, რომ  რუსული სპეცსამსახურები მას პირად ტელეფონის ნომერზე დაუკავშირდა და დაემუქრა. 

რუსიტაშვილი ასევე პირდაპირ ამბობს, რომ საქართელოს ხელისუფლება რუსეთის სპესამსახურებთან თანამშრომლობს. მისი თქმით, ტავს უკრაინაში გაცილებით დაცულად გრძნობს, ვიდრე სამშობლოში. 

ეს არ არის პირველი შემთხვევა. პირველი შემთხვევა დაფიქსირდა 2018 წელს. მაშინ ქართული ლეგიონის რიგებში ვმსახურობდით და პირადად მეც მომისაჯეს პატიმრობა. ეს არის ჩვენი ხელისუფლების ბრალი, პირველ რიგში, რომ ჩვენს მოქალაქეებს არ იცავს. ერთი თვის უკან დამირეკეს რუსეთის სპეცსამსახურებმა და მომიწოდეს, რომ თუ არ დავტოვებ უკრაინას, მოვლენ ჩემთან და დამსჯიან. არაფრის შიში არ მაქვს. როგორ უნდა მქონდეს შიში, როდესაც წინა ხაზზე ვდგავარ და ვებრძვი რუსებს. მინდა ღიად განვაცხადო, რომ ჩვენი ხლეისუფლება, ჩვენი უსაფრთხოების სამსახური რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობს და ინფორმაციას აწვდის. არ ემხრობიან იმას, რომ ჩვენ უკრაინას გვერდში ვუდგავართ და ვებრძით რუსებს, იმიტომ, რომ ეს პრორუსული ხელისუფლებაა. არც ახლა მაქვს მოლოდინი, რომ მე ვინმე დამიცავს. დაცულად მე უფრო უკრაინაში ვგრძნობ თავს, ვიდრე, მაგალითად, საქართველოში ჩამოვიდე, - ამბობს რუსიტაშვილი. 

შეგახსენებთ, რომ მოსკოვის ბასმანის რაიონულმა სასამართლომ  უკრაინაში მებრძოლი ქართული ეროვნული ლეგიონის ოთხი წევრი დაუსწრებლად გაასამართლა და დაპატიმრების განაჩენი გამოუტანა. ინფორმაცია "მედიაზონამ" დედაქალაქის სასამართლოების განხილვის კართოტეკებში  მოიძია.

მოსკოვი ეჭვობს, რომ  ლაშა რუხაია, ვასილ ალიბეგაშვილი, ერეკლე ამირანაშვილი და ვეკა აპრესოვი რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის მიერ დაქირავებული მებრძოლები არიან.  (სსკ-ის 359-ე მუხლის მე-3 ნაწილი).

ქართველ მეომრებს მოსკოვი  30 წლიანი პატიმრობით ემუქრება