"მიეცით წამალი ჩვენს შვილებს" - აქციის მონაწილეები ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრას დილიდან ითხოვენ

23.03.23 17:48
"მიეცით წამალი ჩვენს შვილებს" - აქციის მონაწილეები ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრას დილიდან ითხოვენ

ჯანდაცვის მინისტრი იმალება. უწყების არცერთი ოფიციალური წარმომადგენელი, აქონდროპლაზიის მქონე მოზარდების მშობლებთან სასაუბროდ არ მისულა. არსად ჩანს თამარ გაბუნიაც.

აქციის მონაწილეები დანებებას არ აპირებენ და აცხადებენ, რომ ყოველდღე იქნებია სამინისტროსთან 

"ისევ არავინ არ გამოსულა, 12 საათის შემდეგ გვიწევს ამ მდგომარეობაში ყოფნა. მოქალაქეები წუხდებიან, ყველა წუხდება, მაგრამ სხვა გზა არ დაგვიტოვეს. ჩვენ არ გავჩერდებით, პასუხი უნდა მივიღოთ და ეს პასუხი უნდა იყოსო, რომ ჩვენი შვილები მიიღებენ წამალს", - ამბობენ მშობლები.

დილიდან სამინსიტროს შენობა ფაქტობირვად პარალიზებულია. საყვირებით და საპროტესტო ბანერებით ხელში, ადგილზე ათობიით აქცის მონაწილეა მისული.

მოზარდებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მედიკამენტების დაფინანსება - ეს არის დედების ერთადერთი მოთხოვნა.