ვინ და რატომ გაიმეტა პესნიონერი სასტიკი სიკვდილისთვის? - მუხიანში მომხდარი მკვლელობის დეტალები

23.03.23 20:23
ვინ და რატომ გაიმეტა პესნიონერი სასტიკი სიკვდილისთვის? - მუხიანში მომხდარი მკვლელობის დეტალები

პენსიონერი მეზობლის სასტიკი მკვლელობისთვის დაკავებულს დნმ-ის ნიმუშები აუღეს. გამოძიებამ უნდა დაადგინოს, ეკუთვნოდა თუ არა მას დანა, რითაც  კაცს სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს. ნივთმტკიცებად ამოიღებულია მამაკაცის სისხლიანი ტანსაცმელი, რომელიც დაკავებულმა გამოძიების ცნობით,  დანაშაულის ჩადენის შემდეგ  მეზობლად მდებარე კორპუსში გამოიცვალა და დატოვა. ემინ ალიევს პოლიციამ ხელბორკილები გამთენიას საკუთარი სახლში დაადო. 

დაკავებულ 39 წლის  მამაკაცს  უვადო პატიმრობა ემუქრება.  მეზობლის მკვლელობისთვის დაკავებული ბრალის წარდგენის მოლოდინშია.

"პირველების" ინფრომაციით, ის ჩადენილს აღიარებს. სასტიკი მკვლელობის მიზეზი კი სავარაუდოდ ნარკოტიკები გახდა.  პენსიონერ კაცს  დანით ჯერ ათამდე ჭრილობა მიაყენეს, შემდეგ ლიფტის შახტაში ჩააგდეს და ცეცხლი წაუკიდეს.

ახალი დეტალები სასტიკი  მკვლელობის შესახებ - ნახეთ, სოფო ნიაურის რეპორტაჯში