სტუდენტებმა გერმანიის საელჩოში წერილი შეიტანეს - ახალგაზრდები ბერბოკთან შეხვედრას ითხოვენ

24.03.23 11:38
სტუდენტებმა გერმანიის საელჩოში წერილი შეიტანეს - ახალგაზრდები ბერბოკთან შეხვედრას ითხოვენ

გერმანიის საელჩოსთან ამ წუთებში სტუდენტები არიან შეკრებულები. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი დღეს 7 და 8 მარტის აქციის მონაწილე ახალგაზრდებს უნდა შეხვედროდა, თუმცა ვერცერთი მათგანი შეხვედრაზე ვერ მოხვდა. სიაში მხოლოდ ილიას სახლემწიფო უნივერისტეტის თვითმმართველობის წევრები არიან.

სტუდენტები ამბობენ, რომ გერმანელ მინისტრს "ქართულმა ოცნებამ" საკუთარი პარტიული აქტივისტები დაახვედრა. 

ახალგაზრდებმა ბერბოკს წერილიც მისწერეს, სადაც ისინი გერმანელ დიპლომატს მათთან შეხვედრას სთხოვენ. წერილი გერმანიის საელჩოში სტუდენტებმა უკვე შეიტანეს. 

ვთხოვთ საელჩოს წარმომადგენელბს, რომ შეგვახვედრონ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან. შემდგომ ვაპირებთ, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებსაც მივაწოდოთ ინფორმაცია, რომ ჩვენ არ ვართ გაფრთხილებული სტუდენტები ამ ყველაფერზე, ხოლო შემდეგ ავპირებთ, ორი-სამი საათისთვის შევიკრიბოთ ილია სახელმწიფო უნივერსიტეტთან, დავხვდეთდა  როგორმე ინფორმირებულობა მოვახდინოთ, რომ ჩვენ ის სტუდენტები ვართ, რომლებიც მთელი ამ საპროტესტო ტალღის განმავლობაში აქტიურად ვმონაწილეობდით, - ამბობენ ახალგაზრდები. 

შეგახსენებთ, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისში წუხელ ჩამოვიდა. ანალენა ბერბოკი ამ წუთებშ შეხვედრას ილია დარჩიაშვილთან მართავს.