ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში მამოლოგიური სამსახური გაიხსნა

24.03.23 14:20
ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში მამოლოგიური სამსახური გაიხსნა

ინგოროყვას მაღალი ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო კლინიკაში გაიხსნა მამოლოგიური სამსახური, სადაც მოღვაწეობენ ონკოლოგი , მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი  გიორგი ციხისელი და ონკო-ქირურგი, მამოლოგი სალომე ნიჟარაძე.

ინგოროყვას მაღალი ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო კლინიკაში პაციენტების მართვა საერთაშორისო პროტოკოლის სრული დაცვით ხორციელდება.

პაციენტებს შესაძლებლობა აქვთ ერთ სივრცეში მიიღონ სრული სამედიცინო მომსახურება: კონსულტაცია, ლაბორატორიული კვლევები, სხივური და მედიკამენტოზური მკურნალობის სრული სპექტრი (ქიმიო, ,ჰორმონო ტარგეტული და იმუნო თერაპია), აპარატურული კვლევები (მამოგრაფია, სარძევე ჯირკვლის ექოსკოპია, პოზიტრონულ ემისიური ტომოგრაფია PET scan, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია MRT, კომპიუტერული ტომოგრაფია CT), ოპერაციული მკურნალობა,პოსტოპერაციული მონიტორინგი.

NS