მკვლელობა ბელიაშვილზე - "პირველების" ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე პოლიციაში საკუთარი ფეხით მივიდა

24.03.23 16:09
მკვლელობა ბელიაშვილზე - "პირველების" ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე პოლიციაში საკუთარი ფეხით მივიდა

თბილისში 60 წლის კაცი მოკლეს - კაცი სასიკვდილოდ მისმა მეზობელმა გაიმეტა.

მეზობლების ინფორმაციით, კონფლიქტის მიზეზი სავარაუდოდ გვიან ღამით დაწყებული ურთიერთშელაპარაკება გახდა, რის შემდეგაც სავარაუდო თავდამსხმელმა 60 წლის კაცი აღნიშნულ ლოკაციაზე დაიბარა და სავარაუდოდ, დანით გაუსწორდა.

"პირველების" ინფორმაციით, 30 წლის კაცი საკუთარი ფეხით გამოცხადდა პოლიციის განყოფილებაში. 

დანაშაულის იარაღი თვად მიიტანა პოლიციის განყოფილებაში სავარაუდო დამნაშავემ და სამართალდამცველები.

 ჩვენების მიცემის შემდეგ პოლიციამ 30 წლის კაცი დააკავა. საქმეზე გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ მამაკაცის ცხედარი ბელიაშვილის ქუჩაზე ადგილობრივებმა დილით იპოვეს.