სტუდენტები, რომლებიც გერმანელ დიპლომატს არ შეახვედრეს, ბერბოკს ევროკავშირის დროშებით აცილებენ

24.03.23 20:29
სტუდენტები, რომლებიც გერმანელ დიპლომატს არ შეახვედრეს, ბერბოკს ევროკავშირის დროშებით აცილებენ

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ევროკავშირის დროშები ფრიალებს. ამ ფორმით  გადაწყვიტეს სამოქალაქო აქტივისტებმა გერმანელი დიპლომატის გაცილება. ეს არის პასუხი "ქართული ოცნებისთვისაც", რომელმაც  თბილისში ჩამოსულ ბერბოკს  ეროპორტში მხოლოდ გერმანიის დროშა დახვედრა. იქ იმყოფებიან ის სტუდენტებიც, რომლებიც ხელისუფლებამ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან დაგეგმილ შეხვედრაზე დაბლოკა. 

დაუმალეს თუ არა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს 7-8 მარტის აქციის მონაწილე სტუდენტები? დღეს ილიას სახელმწიფო უნივერისტეტის შენობას   სტუდენტებისგან პოლიცია იცავდა. აქ მინისტრი ბერბოკი ახალგაზრდებთან მართავდა შეხვედრას, თუმცა  დახურულ კარს მიღმა  შეხვედრაზე შეიყვანეს მხოლოდ 30 სტუდენტი,  წინასწარ შერჩევით და სავარაუდოდ პოლიტიკური გემოვნებით. რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული აქციის ყველაზე აქტიური  ახლაგაზრდა მონაწილეები კი ამ შეხვედრის მიღმა დარჩნენ. 

რა შედეგით დასრულდა დღევანდელი აუდიენციაა? რა ხდებოდა უნივერსიტეტის შენობის შიგნით და გარე პერიმეტრზე ნახეთ საბა სიჭინავას რეპორტაჟში.