რუსთავში, 3 წლის ბავშვი მე-3 სართულიდან გადმოვარდა
სამი წლის მოზარდი მესამე სართულიდან გადმოვარდა. შემთხვევა რუსთავში მოხდა. გოგონამ, სავარაუდოდ წონასწორობა ვერ შეინარჩუნა და საკუთარი სახლის ფანჯრიდან გადმოვარდა. მცირეწლოვანი გადარჩა. გოგონას მრავლობითი ტრავმული დაზიანებები აღენიშნება. მოზარდი მკურნალობას იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში განაგრძობს. ამ დროის ინფორმაციით მისი მდგომაროება სტაბილურია და ბავშვს საოპერაციოდ ამზადებენ.