"რაიმე დანაშაულს, გატაცებას, ძალადობას ადგილი არ ჰქონია" - პოლიციამ დიმიტრი ჩიქოვანის სახლი ალყაში მოაქცია
ხმაური იყო ღამით წერეთელის ქუჩაზე, სადაც "ნაციონლაური მოძრაობის" საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივნის ბინა პოლიციამ ალყაში მოაქცია. მიზეზი ანონიმური შეტყობინება გახდა. პოლიციას აცნობეს, რომ თითქოს, ბინაში ქალზე ძალადობდნენ. ამის შემდეგ დიმიტრი ჩიქოვანის სახლთან სამართალდამცველები მივიდნენ და რამდენიმესაათიანი საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს, თუმცა სამართალდამცველებმა ვერაფერი კანონსაწინააღმდეგო ვერ ნახეს.
უფლებადამცველი ბექა ბასილაია ამბობს, რომ რაიმე დანაშაულს, გატაცებას, ძალადობას ადგილი არ ჰქონია და ეს იყო სამთავრობო ტელევიზიის მორიგი პროვოკაცია.
რაიმე დანაშაულს, გატაცებას, იძულებას, ძალადობას ადგილი არ ჰქონია. ეს იყო აბსურდული, ცრუ დასმენა. ეს იყო კონკრეტული ტელევიზიის მიერ წარმოებული პროვოკაცია. საქმის დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, იმიტომ, რომ საქმე არ არსებობს. არ არსებობს არანაირი დანაშაული. მთელი ეს პოლიციის მობილიზება და მთელი ის პროცედურები, ემსახურებოდა კონკრეტული, სამთავრობო ტელევიზიის პროპაგანდას. ეს არის სახელისუფლებო პროპაგანდისტული მანქანის ბინძური ქცევა", - ამბობს ბექა ბასილაია.
შეგნებულ პროვოკაციაზე საუბრობს ენმ-ს ლიდერიც პეტრე ცისკარიშვილიც, რომელიც ღამით, ფაქტის გაგების შემდეგ მისი თანაგუნდელის, დიმიტრი ჩიქოვანის სახლში მივიდა.
ეს არის შეგნებული პროვოკაცია ზოგიერთი ჟურნალისტის თუ არ ვიცი ვისი მხრიდან, მაგრამ ეს არის ცრუ დასმენა და შეგნებული პროვოკაცია, მოწყობილი დიმა ჩიქოვანის მიმართ", - ამბობს ცისკარიშვილი.
შსს-ში განმარტავენ, რომ ფაქტზე არცერთი მუხლით ძიება არ დაწყებულა.