როგორია 3 წლის ბავშვის მდგომარეობა, რომელიც მე-3 სართულიდან გადმოვარდა
სამი წლის მოზარდის მდგომარეობა, რომელიც რუსთავში, მესამე სართულიდან გადმოვარდა, სტაბილურია.
ექიმი ამბობს, რომ ბავშვს მოტეხილობები აღენიშნება და მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა
პაციენტს აღენიშნებოდა მარჯვენა ბარძაყის ძვლის მოტეხილობა, გულ-მკერდის დახურული ტრამვა. ამ ეტაპზე პაციენტი უკვე გადაყვანილია იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში. მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა," - ამბობს ექიმი.
შემთხვევაზე საუბრობს გოგონას მეზობელიც.
მეგონა, პარკი ჩამოვარდა. ყურადღება არ მივაქციე, მერე დედამისი მოდიოდა ტირილით და მივხვდი, რომ რაღაც საშინელება მოხდა. აიყვანა ხელში და მერე მეზობლებიც გამოვიდნენ. პატარა გოგონაა, 3-4 წლის," -ამბობს მეზობელი.
შეგახსენებთ, რომ რუსთავში გუშინ ღამით სამი წლის მოზარდი მესამე სართულიდან გადმოვარდა. გოგონამ, სავარაუდოდ წონასწორობა ვერ შეინარჩუნა და საკუთარი სახლის ფანჯრიდან გადმოვარდა.