"სახელმწიფომ მიწები გაგვიფორმა და ახლა ბრალს თაღლითობაში გვდებენ" - აქცია საგურამოში

25.03.23 13:46
"სახელმწიფომ მიწები გაგვიფორმა და ახლა ბრალს თაღლითობაში გვდებენ" - აქცია საგურამოში

აქცია საგურამოში - ადგილობრივი მოსახლეობა, პარტია "გირჩთან" ერთად, ხელისუფლების ცრუ დაპირებებს აპროტესტებს.

მოქალაქეები ამბობენ, რომ არჩევნებამდე, სახელისუფლებო პარტიამ მიწები გამარტივებული წესით დაურეგისტრირა. არჩევნების შემდეგ კი მათი დევნა დაიწყეს. მოსახლეობა ამტკიცებს, რომ 300-ზე მეტი მოქალაქის წინააღმდეგ საქმეა აღძრული, თითოეულ მათგანს თაღლითობას ედავებიან. 

„ჩვენი გულის ტკივილი გვინდა მივაწოდოით და მივიტანოთ მთავრობის დონეზე, პარლამენტის დონეზე. ეს პრობლემა არის ზოგადად მთლიანი საქართველოსი და არა მარტო ჩვენი სოფლის. მიწის გაფორმებასთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენ ვფიქრობთ, რომ სრულიად კანონიერად გაგვიფორმა სახელმწიფომ დღეს გვედავებიან, გვდებენ ბრალს თაღლითობაში და რავიცი კიდევ. ერთი საქართველოს დანგრევას არ გვაბრალებს არავინ დანარჩენი ყველაგერს.“- ამბობს ადგილობრივი.

"გირჩის" ლიდერი იაგო ხვიჩია ამბობს, რომ მთავრობამ მიწის რეფორმის განხორციელების დროს მიიღეს ისეთი ტიპის კანონმდებლობა, სადაც მიწის სარეგისტრაციოდ საჭირო არის ტყუილი და სწორედ ამას ედავებიან ამ ადამიანებს.

„დავიწყოთ იქიდან, რომ ზოგადად რეფორმა საკუთრების და ეს საკუთრების გამარტივებული რეგისტრაცია კარგი საქმეა და შესაბამისად ჩვენ უნდა წავიდეთ ამ მიმართულებით და არა იმ მიმართულებით, რომ მერე ეს დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთები სადაო გახდეს. წარმოიდგინეთ ერთ სოფელში არის ასეულობით ადამიანები, რომლებზედაც აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და ეს ხალხი იმის გამო, რომ მიწის ნაკვეთი დაინაწილეს და სახელმწიფომ დაურეგისტრირა, სისხლის სამართლის პასუხისგებაში არიან მიცემულები. ეს ხალხი ერთმანეთში არ დაობს, ამ ხალხს არ მიუთვისებია ეს მიწის ნაკვეთები, რომელიც ვიღაცის იყო კონკრეტული სხვა ადამიანის და ახლა გამოვიდა სახელმწიფო მათ მიერ დაშვებული წესებით, რომლითაც თავის დროზე ასეულობით ნაკვეთი დარეგისტრირდა ამ სოფელში და ათასეულობით და ათიათასეულობით სხვადასხვა რაიონებში და ყველგან მსგავსი პროცესებია დაწყებული. ეს ხალხიც, მეც და ყველა აქ მყოფი ადამიანი ვითხოვთ, რომ თავი დავანებოთ ამ ადამიანებს, რომელიც ერთმანეთში არ დაობს და პირიქით კიდევ უფრო აქტიური ტემპით უნდა გაგრძელდეს მიწის რეფორმა და საჭიროა ის ცვლილებები, რომელიც თავის დროზე ჩვენ ინიცირებული გვქონდა პარლამენტი და მოხსნა იმ შეზღუდვების, რაც ახლა სახელმწიფომ დააწესა სინამდვილეში რაშია საქმე, რომ მიწის რეფორმის განხორციელების დროს მიიღეს ისეთი ტიპის კანონმდებლობა, სადაც მიწის სარეგისტრაციოდ საჭირო არის ტყუილი და წარმოიდგინეთ ამ ადამიანებს მერე უკვე ამ ტყუილის გამო ედავებიან, რომელიც თვითონ მოსთხოვეს", - ამბობს იაგო ხვჩია.