"მონსტრი მშენებლობის შედეგად, ფერდობი დაიძრა" - პოლიკარპე კაკაბაძის ქუჩის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს
პოლიკარპე კაკაბაძის ქუჩის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. ხალხი, მათ ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობას აპროტესტებს. ადგილობრივები ამბობენ, რომ კორპუსს მშენებელი კომპანია წესების დარღვევით აშენებს, რაც მათ სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის.
მოსახლეობის მტკიცებით, ახალი კორპუსის მშენებლობა აზიანებს სხვა შენობების კედლებს და არსებობს საფრთხე, რომ სახლები ჩამოიშლება. მოსახლეობამ მიმართა დედაქალაქის მერიასაც, თუმცა ამ დრომდე კახი კალაძის უწყებისგან პასუხი არ მიუღიათ.
მონსტრი მშენებლობის შედეგად, რომელიც არის 5000 კვ- ზე მეტი ბეტონის გროვააა ფერდობი დაიძრა. ანუ ეს ფერდობი დაიბზარა, ეს ხომ ხილულია, ამას ხომ არავინ არ იგონებს. ავარიული სიტუაცია შეგვექმნა ყველას". - ამბობს ადგილობრივი.