რეპრესიები 7-9 მარტის აქციებში მონაწილეობის გამო - გმირის ოჯახს ბინიდან ასახლებენ

25.03.23 23:50
რეპრესიები 7-9 მარტის აქციებში მონაწილეობის გამო - გმირის ოჯახს ბინიდან ასახლებენ

გმირის შვილს, რომლის მამაც აგვისტოს ომმა შეიწირა, ქუჩაში დარჩენა ემუქრება. 14 წლის საბა ნიკიტინის ოჯახის წინააღდეგ რეპრესიები 7-9 მარტის აქციებში მონაწილეობის გამო დაიწყო. საბა დედასთან და მამობილთან ერთად, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს, უკვე გააფრთხილეს, რომ ბინა სასწრაფოდ უნდა დაცალოს.

პრობლემები აქციის მონაწილეებს მას შემდეგ დაეწყოთ, რაც ვარკეთილში, მათ კორპუსში მოულოდნელად პოლიცია აღწერაზე გამოჩნდა, ადგენდნენ, ვის ეკუთვნის ბინა, სადაც რუსული კანონის წინააღმდეგ ქუჩაში გამოსული ოჯახი ცხოვრობს.

პოლიციას კარი 14 წლის მოზარდის მოზარდის აღმზრდელმა გაუღო. საბას ოჯახის წევრებს დარჩათ განცდა, რომ  პოლიცია არა აღრიცხვაზე არამედ კონკრეტულად ამ ოჯახის შესამოწმებლად მივიდა ვარკეთილში. არადა, ოჯახს ოფიცერმა უთხრა, რომ მთელს უბანს ამოწმებდნენ.

თუ პოლიცია ვარკეთილის ზემო პლატოს მაცხოვრებლების გადასამოწმებლად მივიდა, მაშინ სხვების მონაცემებით უნდა შეემოწმებინა, თუმცა "შაბათის ეთერის" მიერ გამოკითხული ნიკიტინების ყველა მეზობელი ამბობს რომ სამართალდამცავები მათთან არ მისულან.

პრობლემები პოლიცის ვიზიტის შემდეგ დაიყო. ოჯახს ბინის მეპატრონე დაუკავშირდა და უთხრა, რომ სახლი უნდა დაეცალათ. ქირას სოციალურად დაუცველი აგვისტოს ომის გმირის ოჯახი ჯარისკაცის პენსიით იხდის. ახლა ქუჩაში რჩებიან და ახალი თავშესაფარი უნდა ეძებონ.