თბილისში სამარშრუტო ტაქსს ცეცხლი გაუჩნდა
თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანზე ცეცხლი სამარშრუტო ტაქსს გაუჩნდა - ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად სასწრაფო-სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებიც მუშაობდნენ.
ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. რა გახდა აალების მიზეზი უცნობია.