ევროპაში თავშესაფრის მოთხოვნის სტატისტიკით საქართველო მსოფლიო ათეულშია - რატომ გარბის ხალხი
ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მოთხოვნის სტატისტიკით საქართველო მსოფლიო ათეულშია. ინფორმაციას "ევროსტატი" აქვეყნებს.
ბოლო ცნობებით, მხოლოდ გასულ წელს ევროპაში თავშესაფრის მოთხოვნით საქართველოდან 25 ათასზე მეტი ადამიანი ჩავიდა. ყველაზე ხშირად, წასასვლელად ქართველები საფრანგეთს, იტალიას და გერმანიას ირჩევენ.
ოპოზიციის თქმით, ძირითადი მიზეზი, რის გამოც, ქვეყნიდან მოსახლეობა გარბის, უმუშევრობა და მძიმე სოცილაური ვითარებაა.
ჩვენ ვართ მსოფლიო ათეულში უპერსპექტივო ქვეყნების. რჟიმის უბედურება ის არის, რომ ძაიან ბევრი ადამიანი და ჩვენი თანამოქალაქე რჩება ცხოვრების პერსპექტივის გარეშე და ამიტომ გარბის ხალხი ამ ქვეყნიდან. ეს არის, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილის და რუსეთის ამოცანაც. საქართველო ქართელების გარეშე არის მათი ოცნებად ა დღეს „ქართული ოცნება“ უსრულებს მათ დავალებას, - ამბობს "ლელოს" წევრი სალომე სამადაშვილი.
ამავე აზრს იზიარებს ენმ-ს წევრი გიორგი ბოტკოველიც.
ის, რომ ქვეყნიდან ძალიან ბევრი ადამიანი გაედინება და მიემგზავრება ემიგრაციაში, ამისთვის სტატისტიკა არ გვჭირდება. რომ მიმოვიხედოთ, ძალიან ბევრი ადამიანია ჩვენს გარშემო ყოველდღიურად ტოვებს ქვეყანას და რა თქმა უნდა, ივანიშვილის მიზანი სწორედ ეს არის და იყო, მან პირდაპირ განაცხადა, რომ ეს ქვეყანა სჭირდება ქართველების გარეშე, ქვეყანა სჭირდება პატრიოტების გარეშე, - ამბობს ბოტკოველი.