კიევ-პეჩორის ლავრას საკითხი - ილია მეორემ მსოფლიო პატრიარქს წერილი მისწერა
ილია მეორემ მსოფლიო პატრიარქს წერილი მისწერა. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ბართლომე პირველს სთხოვს, უკრაინაში რუსეთს დაქვემდებარებული ეკლესიის საკითხზე იმუშაოს და დაძაბული ვითარება განმუხტოს. საუბარია კიევ-პეჩორის ლავრაზე, რომელიც მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემბებარებაში მყოფ მიტროპოლიტ ონოფრეს ჩამოერთვა.
უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მიტროპოლიტმა ონოფრემ და სხვა სასულიერო პირებმა კიევ-პეჩორის ლავრის ტერიტორია 29 მარტამდე უნდა დატოვონ.