გაჭიანურებული სამუშაოები გორში - კულტურის პარკის რეაბილიტაცია მეორე წელია ვერ სრულდება

26.03.23 12:09
გაჭიანურებული სამუშაოები გორში - კულტურის პარკის რეაბილიტაცია მეორე წელია ვერ სრულდება

გაჭიანურებული სარეაბილიტაციო სამუშაოები გორში - კულტურის და დასვენების პარკს უკვე  მეორე წელია აკეთებენ, თუმცა სამუშაოები ამ დრომდე ვერ სრულდება. 9 მილიონიანი პროექტი გორში მსოფლიო ბანკის თანადაფინანსებით ხორციელდება, თუმცა მეშენებელმა კომპანიამ სატენდერო პირობები დაარღვია და რეაბილიტაციის დასრულებაა დროულად ვერ შეძლო.

ოპოზიცია ამბობს, რომ მშენებელი კომპანია "ქართულ ოცნებასთან" არის დაახლოებული,  სამოქალაქო აქტივისტი თეონა ფანქველაშვილი კი შესაძლო კორუფციაზე საუბრობს. 

მსოფლიო ბანკი აძლევს თანხას გორის მუნიციპალიტეტს, რათა ეს ბაღი უფრო გალამაზდეს და გაკეთდეს, თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ დღემდე  დაურსულებელია, დღემდე არ არის შესრულებული ის დაპირება და ის სამუშაოები, რომელიც 2022 წელში უნდა დასრულებულიყო. ვფიქრობ, რომ წელსაც არ დასრულდება და ისევ გაგრძელდება ეს სამუშაოები, რაც მიანიშნებს იამს, რომ კორუფციული ფაქტები შესაძლოა, იყოს აქაც, - ამბობს  სამოქალაქო აქტივისტი თეონა ფანქველაშვილი.