მამუკა ხაზარაძემ სამ დევნილ ოჯახს საცხოვრებელი სახლები გადასცა

26.03.23 14:18
მამუკა ხაზარაძემ სამ დევნილ ოჯახს საცხოვრებელი სახლები გადასცა

სამი დევნილი ოჯახი დღეს საკუთრებაში ახალ საცხოვრებელ სახლებს მიიღებს. ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გამოძევებულ პირებს სახლებს მამუკა ხაზარაძე გადასცემს.

"ლელოს" ლიდერი ამბობს, რომ პროექტი რამდენიმე თვის წინ დაანონსდა, რომლის ფარგლებშიც წალენჯიხაში ძველი კოლმეურნეობის ტერიტორიაზე მუსიკალური ცენტრი კეთდება, იმ მცხოვრები დევნილებს კი სრულფასოვანი სახლები უსაჩუქრეს. 

დღეიდან ისინი საკუთარ სახლში იცხოვრებენ და დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის პირველი ნაბიჯი. ძალიან მალე გვინდა ეს ოჯახი, ისევე, როგორც მთელი აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობა ვიხილო თავიანთ სახლებში დაბრუნებული. მე დარწმუნებული ვარ, ეს დღე მალე დადგება დ  იქაც გესტუმრებით.
ახლა მივდივართ მესამე ოჯახში რომ გადავცეთ სახლი. ეს პროექტი ხორციელდება იმის ფარგლებში, რაც ჩვენ დავაანონსეთ სულ რამდენიმე თვის წინ. წალენჯიხაში ჩვენ ვაკეთებთ ძველი კოლმეურნების შენობის ტერიტორიაზე და შენობაში ვაკეთებთ ოთარ ეგაძის ხელმძღვანელობით თეატრს, მუსიკალურ ცენტრს მანანა დოინჯაშვილის სახელობის იქნება ეს მუსიკალური ცენტრი. იქვე გადავა უკვე მოქმედებაში აიტი სკოლა და რამდენემე ფესტივალი, რომელსაც ამ ტერიტორიაზე ჩავატარებთ. მისი რეკონსტრუქცია მიმდინარეობს, ეს არის ერთი პროექტი და სწორედ ეს ოჯახები, რომლებიც იქ ცხოვრობდნენ ჩვენ ეს სამი ოჯახი დავაკმაყოფილეთ სრულფასოვანი სახლით, ერთი ოჯახი წალენჯიხაში და ორი ოჯახი ზუგდიდში, - თქვა ხაზარაძემ.