სროლა დიდ-დიღომში - შემთხვევას სამი მცირეწლოვანი შეესწრო

26.03.23 15:16
სროლა დიდ-დიღომში - შემთხვევას სამი მცირეწლოვანი შეესწრო

სროლა დიდ დიღომში - ავტომობილიდან მამაკაცმა ცეცხლი გახსნა.  გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა საღამოს საათებში მოხდა. სროლის მომენტში ადგილზე სამი არასრუწლოვანი იმყოფებოდა, რომლებიც ფეხით გადაადგილდებოდნენ.

მომხდარის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.  შინაგან საქმეთა სამინისტრომ შემთხვევის ადგლიდან სათვალთვალო კამერების ჩანაწერები უკვე ამოიღო. 

თვითმხილველები ყვებიან, რომ სამი პიროვნება ერთ-ერთ ავტომობილს ქვების სროლით და სიტყვიერი შეურაცხყოფით მისდევდა, რის შემდეგაც აღნიშნული მანქანიდან ერთი ადამიანი გადმოვიდა და გარუკვეველი მიმართულებით სროლა დაიწყო.მათი თქმით, დამნაშავემ ადგილი პოლიციის მისვლამდე დატოვა. 

შემტხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

სიჩქარით მოდიოდა მანქანა და უკნიდან აგრესიულად მოსდევდა ხალხი. შეურაცხყოფით, ქვის სროლით და რაღაცა. წინ შუშა ჰქონდა ჩამტვრეუი, ამიტომ გზა ვეღარ გააგრძელა, გადმოვიდა მანქანიდან, ერთ-ერთი მათგანი ყვიროდა, რომ „მაგას არ მიუახლოდვეთ, იარაღი აქვსო“. სროლა განახორციელა, აქეთ მხარეს ერთი იდგა, ჯერ იმას ესრლა, მერე აქეთ ისროლა, ერთი ჩვენსკენ გამოიქცა და იმას ესროა. მე ბავშვს გადავეფარე, - ყვება თვითმხილველი.