"კრემლის დაკვეთაა" - თეოლოგები ილია მეორეს წერილზე

26.03.23 15:46
"კრემლის დაკვეთაა" - თეოლოგები ილია მეორეს წერილზე

მსოფლიო პატრიარქისთვის გაგზავნილი ილია მეორის წერილი ვნებათაღელვის მიზეზი გახდა. საქმე კიევ-პეჩერის ლავრას ეხება. თეოლოგების ნაწილი ღიად აცხადებს, რომ საქართველოს პატრიარქმა უკრაინის ავტოკეფალურრრ ეკლესიას შეურაცხყოფა მიაყენა და პრაქტიკულად, პეჩერის ლავრა ანუ უკრაინის ეკლესიის რეზიდენცია რუსეთის კუთვნილებად გამოაცხადა.

თბილისში ეჭვობენ, რომ წერილი, რომელიც საქართელოს პატრიარქმა მსოფლიო პატრიარქს მისწერა, რეალურად, კრემლში შეადგინეს.

ამ წერილით კიდევ ერთხელ ჩვენ ვხედავთ იმას, რომ საქართველოს ეკლესია დგას რუსეთის ეკლესიის და რუსული პოლიტიკის მხარეს. ისმის კითხვა, რატომ არის, რომ ასე შესტკივა საქართველოს პატრიარქს გული რუსეთის ეკლესიის ნარჩენებისთვის უკრაინაში? ეს არის, თავისთავად, ცხადია რუსეთის ეკლესიის და კრემლის დაკვეთა და შესაბამისად, საქართველოს პატრიარქი, საქართველოსა საპატრიარქო 5 იანზე ასრულებს ამ შეკვეთას. ეს არის შეურაცხყოფა უკრაინელი ხალხის, უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის და მსოფლიო პატრიარქის, - ამბობს გოჩა ბარნოვი.