ხალხი გარბის - ევროკავშირს თავშესაფარი საქართველოს 26 ათასამდე მოქალაქემ სთხოვა
საქართველო უპერსპექტივო ქვეყნების სიაშია. ევროკავშირის ქვეყნებს თავშესაფრის თხოვნით საქართველოს 26 ათასამდე მოქალაქემ მიმართა. ემიგრაციაში მიდიან ახალგაზრდებიც და ხანდაზმულებიც. მიზეზი - უმუშევრობა, მძიმე სოციალური და პოლიტიკური ფონია.
საფრანგეთი, გერმანია და იტალია - ეს ის სამი ქვეყანაა, სადაც ადამიანებს ახალი ცხოვრების დაწყება უნდათ.
თავშესაფრის მოთხოვნის სტატისტიკით საქართველო მსოფლიოს ათეულშია. უსწრებს სომხეთს, აზერბაიჯანს და რუსეთსაც კი.
ვრცლად ნახეთ გვანცა ჩხიკვაძის რეპორტაჟში.