მამუკა ხაზარაძემ აფხაზეთიდან დევნილ ოჯახებს სახლები აჩუქა
მამუკა ხაზარაძემ აფხაზეთიდან დევნილ სამ ოჯახს სახლები გადასცა. "ლელოს" ლიდერი წალენჯიხასა და ზუგდიდში პირადად ჩავიდა და რუსული აგრესიის გამო იძულებით გადაადგილებულ პირებს სიმბოლურად გასაღებები აჩუქა.
სახლები იმ ადამიანებს უყიდეს, რომლებიც მცირეწლოვანი ბავშვებით ავარიულ შენობებში და ყველაზე მძიმე პირობებში ცხოვრობდნენ.
ხაზარაძემ დღეს კიდევ რამდენიმე ახალი პროეექტის შესახებაც ისაუბრა. წალენჯიხაში თეატრი, მუსიკალური სკოლა და საზოგადოებრივ-შემეცნებითი ცენტრები გაიხსნება.
ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში.