ცრუ დასმენასთან დაკავშირებით საჩივარს შევიტანთ - დიმიტრი ჩიქოვანი "პოსტ ტვ"-ის წინააღმდეგ

27.03.23 15:26
ცრუ დასმენასთან დაკავშირებით საჩივარს შევიტანთ - დიმიტრი ჩიქოვანი "პოსტ ტვ"-ის წინააღმდეგ

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, დიმიტრი ჩიქოვანი "პოსტ ტვ"-ის და ჟურნალისტ ნათია ბერიძის წინააღმეგ ცრუ დასმენასთან დაკავშირებით სასამართლოში საჩივრის შეტანას გეგმავს.

ოპოზიციონერის თქმით, მის კუთვნილს სახლში არანაირ დანაშაულს ადგილი არ ჰქონია, როგორც ამას პროპაგანდისტული მედია ამტკიცებს. 

უმოკლეს ვადებში შევიტანთ საჩივარს ცრუ  დასმენასთან დაკავშირებით ნათია ბერიძის წინააღმდეგ და „პოსტ ტვ“-ის წინააღმდეგ. ეს არის შალვა რამიშვილის და „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტული კამპანია, სადაც მან, შალვა რამიშვილმა გამოიყენა ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი მისი პირადი პროპაგანდიოსტული მიზნებისთვის. ეს არის სწორედ ცილისწამება, მეტი კი არაფერია, რომ რაღაცა არარეალური ფაქტი დაგაბრალონდა გაასაღონ სიმართლედ. არანაირ დანაშაულს ჩემს სახლში იმ დღეს ადგილი არ ჰქონია, - ამბობს ჩიქოვანი. 

შალვა რამიშვილის წინააღმდეგ საჩივრის შეტანას ის ქალებიც გეგმავენ, რომელიც "ოცნების" პროპაგანდისტის  მხრიდან სექსუალური შევიწროების მსხვერპლი გახდნენ.

ცოტა ხნის წინ ასევე ცნობილი გახდა, რომ შალვა რამიშვილის მიერ ჩადენილ დანაშაულებებთან დაკავშირებით ომბუდსმენის აპარატმა მოკვლევა დაიწყო. 

 სექსუალურ სკანდალში გახვეული შალვა რამიშვილის საქმეზე გამოძიება ამ დრომდე არ დაწყებულა. შინაგან საქმეთა სამინისტრო არ იმჩნევს 112-ში შესული ცრუ შეტყობინების ამბავსაც.  სწორედ "პოსტ ტვ"-ის  ჟურნალისტის,  ნათია ბერიძის  ზარის  საფუძველზე შევიდა პოლიცია დიმიტრი ჩიქოვანისკერძო  საკუთრებაში.

რამიშვილის ტელევიზია ამტკიცებს, რომ თათია სამხარაძეზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა იძალადა და კარადაში გამოკეტა.  სამოქალაქო აქტივისტი ქალი მესამე დღეა ტერორის რეჟიმშია. სამთავრობო პროპაგანდა, ტროლებით და ბოტებით სამხარაძის  დისკრედიტაციაზეა გადასული.