რამიშვილის წინააღმდეგ სექსუალური შევიწროების მსხვერპლი ქალები ერთობლივ სარჩელს შეიტანენ

27.03.23 15:45
რამიშვილის წინააღმდეგ სექსუალური შევიწროების მსხვერპლი ქალები ერთობლივ სარჩელს შეიტანენ

შალვა რამიშვილის წინააღმდეგ საჩივრის შეტანას ის ქალებიც გეგმავენ, რომელიც "ოცნების" პროპაგანდისტის  მხრიდან სექსუალური შევიწროების მსხვერპლი გახდნენ. როგორც ანანია გაჩეჩილაძე "ტვ პირველს" უყვება, კონსულტაცებს უახლოეს პერიოდში დასრულდება. 

ამ ორ კვირაში კონსულტაციები დასრულდება, მიუხედავად იმისა, რომ არასამუშაო დღეები იყო, მაინც ერთმანეთში გვქონდა კომუნიკაცია და იურისტებიც ამ საკითხებში, რა თქმა უნდა, არიან ჩართულები და უნდა კვალიფიციურად გაკეთდეს ყველაფერი. რაც მოვისმინე მისი კომენტარები, საკმაოდ დამფრთხალია. პოლიცია საერთოდ არ შეგვხმიანებია, რომ ეკითხა, დავუშვათ, რაზეა საუბარი კონკრეტულად გარდა იმისა, რაც მე მივწერე. დანაშაულის ნიშნებს ვერ დაინახავდა გამომდინარე იქიდან, რომ მე არ მიმიწოდებია ჯერჯერობით ჩანაწერის სრული ვერსია, მაგრამ რაც გავიდა ტელევიზიით, ამაზე, როგორ ვიცი, აქვს ვალდებულება,რ ომ დაიწყონ გამოძიება, - ამბობს  ჟრნალისტი.