სუსი: ფრანკილინის კლუბის თემაზე გამოძიება არ დაგვიწყია
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ფრანკილინის კლუბის თემაზე გამოძიება არ დაუწყია. ამის შესახებ "პირველებს" უწყებაში განუცხადეს.
ცნობისთვის, კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა ფრანკლინის კლუბს "ლევან რამიშვილის კლუბი" უწოდა. კლუბის წევრებს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ანარქისტებს და ექსტრემისტებს ეძახის.
"გამოიკვეთა ფრანკლინის კლუბის აქტივობა, რომრლიც უცხოური გავლენის აგენტია" - ეს განცხადება კი ირაკლი კობახიძემ გააკეთა, რომელმაც პრემიერის მსგავსად, ახალგაზრდები ექსტრემალებად გამოაცხადა