ხელისუფლების პროპაგანდისტი რამიშვილი ამ დრომდე ხელშეუხებლობის მანდატით სარგებლობს

27.03.23 20:04
ხელისუფლების პროპაგანდისტი  რამიშვილი ამ დრომდე  ხელშეუხებლობის მანდატით სარგებლობს

ხელისუფლების მთავარი პროპაგანდისტი  ამ დრომდე  ხელშეუხებლობის მანდატით სარგებლობს. ვიდრე შესაბამისი უწყებები არ რეაგირებენ, შალვა რამიშვილის მიერ  სექსუალური  შევიწროვების მსხვერპლი ქალების რაოდენობა უკვე ხუთამდე გაიზარდა.  

არცერთ საქმეზე  გამოძიება დაწყებული არ არის. არადა სახეზეა დანაშაულის ნიშნები, აქედან ერთი, რომელიც გარყვნილ ქმედებას უკავშირდება, განსაკუთრებით მძიმეა, დამნაშავე კი სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება.

"გრცხვენოდეთ!" - საქართველოს პრეზიდენტი ქალების  მიმართ  ძალადობა გმობს.  ორბელიანების სასახლეში მოულოდნელად ჩანიშნულ  საგანგებო ბრიფინგზე სალომე ზურაბიშვილმა, პრაქტიკულად თქვა, რომ სიტყვიერი ძალადობის შედეგს, ხშირ შემთხვევაში, ფემიციდამდე მივყავართ და მდგომარეობა საგანგაშოა.

პრეზიდენტის   განცხადების ადრესატი ხელისუფლება იყო, რომელიც ზურაბიშვილმა, პრაქტიკულად, მოძალადეების მფარველად გამოაცხადა. "ეს ამ ქვეყანას არ ეკადრება" - თქვა დღეს პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილმა  საგანგებო ბრიფინგი თათია სამხარაძის მიმართვიდან რამდენიმე წუთში ჩანიშნა.  შალვა რამიშვილისა და "პოსტ ტვ"-ის  მხრიდან მორალური ტერორის მსხვერპლი ქალი შველას სწორედ პრეზიდენტს სთხოვდა.   "ქალბატონო პრეზიდენტო, დამეხმარეთ, რეალითშოუდ აქციეს  ჩემი განადგურება, -" დაწერა  სოციალურ ქსელში სამხარაძემ, რომლის დისკრედიტაცია უკვე რამდენიმე დღეა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

ამ ფონზე კი მთელი სახელმწიფო სისტემა "ოცნების" მთავარი პროპაგანდისტის შალვა რამიშვილის სამსახურში დგას.

ვრცლად ნახეთ რუსუდან ჯაბანიშვილის რეპორტაჟში.