"მკვლელი, სადისტი, მჩაგვრელი" - ხელისუფლებამ პატიმარ სააკაშვილზე მორიგი შტურმი მიიტანა

27.03.23 20:06
"მკვლელი, სადისტი, მჩაგვრელი" - ხელისუფლებამ პატიმარ სააკაშვილზე მორიგი შტურმი მიიტანა

"მკვლელი, სადისტი, მჩაგვრელი"  - ამ სიტყვებით მოიხსენია დღეს ირაკლი ღარიბაშვილმა ქვეყნის მესამე პრეზიდენტი.  ნორვეგიაში მიღებული ჯილდოს შემდეგ ხელისუფლება წყობიდან გამოიყვანა. პრემიერმა მიხეილ სააკაშვილი სერიულ მკვლელს ანდრეას ბრეივიკს შეადარა. ღარიბაშვილი პრეზიდენტს ასეულობით ადამიანის მკვლელობაში სდებს ბრალს, სააკაშვილისთვის გადაცემულ ჯილდოს კი ქვეყნის დაცინვად აფასებს. 

პრემიერის ისტერიას არ ჩამორჩა კულტურის მინისტრიც. თეა წულუკიანიც ღარიბაშვილის ფრაზებს იმეორებს და პრეზიდენტს სადისტად მოიხსენიებს.

პარალელურადდ, უკვე მეორე დღეა წამების კომიტეტის ექსპერტები "ვივა-მედში" მუშაობე, რომლებიც  სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით საკუთარ დასკვნას დადებენ.

ამასთან, ადვოკატებმა სტრასბურგში გასაგზავნ სარჩელზე მუშაობა პრაქტიკულად დაასრულეს. უფლებადამცველების სარჩელი დაუყოვნებლივ აღსრულებას ითვალისწინებს,  ანუ მიღებიდან 24 საათში მოსამართლემ გადაწყვეტილება უნდა გამოაცხადოს.

ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.