"ნგრევის დირექტორი" - რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები პრემიერს უპირისპირდებიან
"ნგრევის დირექტორი" - ეს წარწერა ექიმებმა რესპუბლიკური საავდმყოფოს დირექტორის კარზე მიაკრეს. ექიმები, რომლებმაც წლები ცენტრალურ კლინიკაში, გაატარეს, ფიქრობენ, რომ დაწესებულების ხელმძღვანელიც ხელისუფლების თამაშის მონაწილეა.
რესპუბლიკურ საავადმყოფოში უპრეცედნეტო პროტესტია. მედიკოსები, რომლებსაც სამსახურის გარეშე დარჩენა ემუქრებათ, პრემიერსა და ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრას ამ დრომდე უშედეგოდ ელოდებიან.
მთავრობის წარმომადგენლები მათთან არ მიდიან და საპროტესტო ტალღის ჩახშობას სატელევიზიო ეთერებიდან ცდილობენ. ღარიბაშვილი და აზარაშვილი ექიმებს არწმუნებენ, რომ ქვეყნის ცენტრალური საავადმყოფოს დანგრევის შემთხვევაში მათ ხელფასები შეუნარჩუნდებათ.
მედიკოსებს ღარიბაშვილის განცხადებების არ სჯერათ, ფიქრობენ, რომ შენობის განადგურება სულ სხვა მიზნისთვის დაიგეგმა.
ვრცლად ნახეთ ანა მდივანის რეპორტაჟში.