საცხოვრებელი კომპლექსი ისტორიული ძეგლის ნაცვლად - რა კავშირი აქვს ვიცემერს მშენებელ კომპანიასთან?
ბეტონის კედლებში ჩამალული ტვერელის ეკლესია - მთაწმინდაზე მდებარე თბილისის ისტორიული ძეგლი და ისტორიული უბანი ერთი ხელის მოწერით გააქრეს. პროექტის მიხედვით, კომპანია "ემკ დეველოპმენტს" იქ ტერასული სახლები უნდა აეშენებინა, თუმცა მერიიდან ახალი ნებართვა მიიღეს და ტერასები დიდ საცხოვრებელ კომპლექსად იქცა, რომელმაც ისტორიული ეკლესია მთლიანად დაფარა. ადგილობრივების პროტესტის მიუხედავად კომპანიას მერიამ მწვანე შუქი აუნთო.
რა კავშირი აქვს თბილისის ვიცემერს "ემკა დეველოპმენტთან? - თავისუფლების მონიტორმა ირაკლი ბენდელიანის საეჭვო გარიგებებზე ვრცელი რეპორტაჟი მოამზადა. მთაწმინდაზე მიმდინარე მშენებლობის პარალელურად, როგორც აღმოჩნდა, ამ კომპანიას თბილისის ცენტრში კიდევ არაერთი საცხოვრებელი სახლი აქვს აშენებული. იმ კორპუსებში კი ბედელიანის ოჯახის წევრები და ახლო ნათესავები სოლიდურ ქონებას ფლობენ. ირკვევა, ბინები პრესტიჟულ სახლებში ვიცემერის სანათესაოსთვის საბაზრო ფასზე სამჯერ იაფი ღირს.
ვრცლად ნახეთ გუგა არჩვაძის რეპორტაჟში.