სახიფათო გართობა ბათუმის სკოლაში - 20-მდე მოსწავლე და პედაგოგი წიწაკის სპრეით მოიწამლა
სახიფათო გართობა ბათუმის სკოლაში - 20-მდე მოსწავლე, რომელიც სასწრაფო დახმარების მანქანებით კლინიკაში გადაიყვანეს, საავადმყოფოს დღის ბოლოს დატოვებენ. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.
წინასწარიი ინფორმაციით, ბავშვებმა საკლასო ოთახში ე.წ. წიწაკის სპრეი გაუშვეს, რამაც მასობრივი მოწამვლა გამოიწვია. საავადმყოფოში გადაიყვანეს ერთ-ერთი პედაგოგიც.
ახლა გამოძიებამ უნდა დაადგინოს, როგორ მოხვდა მოზარდის ხელში გაზი, რომელსაც ძალოვანები აქციების დასაშლელად იყენებენ.
ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.