ევრო 2024 - საქართველოს ნაკრები პირველი ოფიციალური მატჩისთვის ემზადება

27.03.23 20:40
ევრო 2024 - საქართველოს ნაკრები პირველი ოფიციალური მატჩისთვის ემზადება

საქართველოს ნაკრები წლის პირველი ოფიციალური მატჩისთვის ემზადება. ევრო 2024-ის შესარჩევ ეტაპზე ჩვენი ეროვნული გუნდი ხვალ ბათუმში ნორვეგიის ნაკრებს დაუპირისპირდება.

ორივე ნაკრები უკვე ბათუმშია. საქართველო შეხვედრისთვის სრული შემადგენლობით ემზადება, ნორვეგიელებს კი ტრავმის გამო მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი ერლინგ ჰოლანდი არ ეყოლებათ.

როგორი განწყობით ხვდება საქართველოს ნაკრები უმნიშვნელოვანეს მატჩს, ნახეთ გიორგი დარჯანიას რეპორტაჟში.