გადადგა თუ გაათავისუფლეს? - რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადებას ხელი მოაწერა
გადადგა თუ გაათავისუფლეს? - რამდენიმე წუთის წინ, ცნობილი გახდა, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადებას ხელი მოაწერა.
ვლადი პაპავა "პირველებთან" ამბობს, რომ მან შექმნილი ვითარებიდან გამომდეინარე გადაწყვიტა მიეღო ეს გადაწყვეტილება.
„რა თქმა უნდა ვადასტურებ, (გადადგომას) უბრალოდ პირადი განცხადების საფუძველზე წამოვედი შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე"- თქვა მედიკოსმა.
კითხვაზე, თავად დაწერა განცხადება, თუ ზაზა ავალიანმა გაუშვა, პაპავა აღნიშნავს: "დანარჩენ კითხვაზე ბატონ ზაზასთან კარგად ბრძანდებოდეთ.“
კლინიკის თანამშრომლები, რომლებიც აქციას მართავენ, დარწმუნებულები არიან, რომ პაპავა იძულებული გახადეს ეს გადაწყვეტილება მიეღო.
ამასთან მედპერსონალის თქმით, "რესპუბლიკურის" დირექტორმა თანამდებობა ხარისხის მართვის დირექტორს, შორენა კიწმარიშვილს დაატოვებინა.
რესპუბლიკურ საავადმყოფოში პროტესტი ამ წუთებშიც გრძელდება. მესიკოსები ისევ ფოიეში არიან შეკრებილები და დირექტორთან შეხვედრას ითხოვენ. მედიკოსები კლინიკის დირექტორს უნდობლობას უცხადებენ და ზაზა ავალიანის გადადგომას ითხოვენ.