კონტაქტზე ვართ ყველა იმ ქალთან, რომელმაც შალვა რამიშვილი ამხილა და ვამზადებთ სარჩელს - ბაია პატარაია
ქალტა უფლებადამცველი ბაია პატარაია შსს-ს არასათანადო მუშაობაში ამხელს. პატარაია მიიჩნევს, რომ ცრუ დასმენის ფაქტზე გამოძიება არაეფექტურად მიმდინარეობს.
ამასთან, უფლებდამცველი ამბობს, რომ კონტაქტზეა ყველა იმ ქალტან, რომლებმაც შალვა რამიშვილი სექსუალურ შევიწროვებაში ამხილეს და ამასტანდ აკავშირეით სარჩელებიც მზადდება.
შსს-ს ქცევაში ორ პრობლემას ვხედავ. ერთი ის, რომ გამოძიება დაიწყო ისეთ დანაშაულზე, სადაც დანაშუალის ნიშნები არ არის და მეორე პრობლემად მიმაჩნია ის, რომ ეფექტურად არ ხდება ცრუ დასმენის გამძიება. რეალურად, ინსტრუმენტად იქნა გამოყენებული პოლიცია. ჩვენ ვართ კონტაქტზე ყველა იმ ქალთან, რომელმაც ამხილა შალვა რამიშვილი სექსუალურ შევიწროვებაში და მოგეხესენებათ, რომ ისინი არიან ახალი მსხვერპლები, ეს ახალი ბრალდებებია. ვთავაზობთ მათ იურიდულ დახმარებას, ზოგიერთი მათგანი დაგვთანხმდა და აუცილებალად მოვამზადებთ სარჩელს და მივმართავთ ომბუდსმენს, იმიტომ, რომ ეს არის ერთადერთი სამართლებრივი ორგანო, რომლის გამოყენებაც შეუძლიათ დღეს ქალებს წლების შემდეგ, - ამბობს პატარაია.