"შავი დღე შალვას" - დღეს, 19:00 საათზე POSTV-სთან აქცია გაიმართება
"სოლიდარობა ყველა დაზარალებულს!" - სამთავრობო პროპაგანდისტული POSTV-სთან დღეს, 19:00 საათზე საპროტესტო აქცია გაიმართება.
"შალვა რამიშვილი ქართული ოცნების მთავარი პროპაგანდისტი და გახრწნილი სისტემის თვალსაჩინო სახეა. ის სექსუალურად ავიწროვებს ქალებს, ავრცელებს რუსულ პროპაგანდას, ტირაჟირებს სიძულვილის ენას და მორალურ ტერორს უწყობს ყველას, ვინც მისი პროპაგანდის მანქანის წინააღმდეგ წავა.
დღეს, საღამოს 19:00 საათიდან, ვიკრიბებით პროპაგანდის მანქანის, პოსტივის ოფისის წინ, რათა ხმაურით გავაპროტესტოთ ამ ტელევიზიის და კონკრეტულად შალვა რამიშვილის მიერ ნასაზრდოები ძალადობა, სექსუალური შევიწროვება, ბინძური რუსული პროპაგანდა, მორალური ტერორი და ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვა. შავი დღე შალვას! სოლიდარობა ყველა დაზარალებულს!"
შალვა რამიშვილის მიერ სექსუალური შევიწროვების მსხვერპლი ქალების რაოდენობა უკვე ხუთამდე გაიზარდა.
არცერთ საქმეზე გამოძიება დაწყებული არ არის. არადა სახეზეა დანაშაულის ნიშნები, აქედან ერთი, რომელიც გარყვნილ ქმედებას უკავშირდება, განსაკუთრებით მძიმეა, დამნაშავე კი სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება.