"ოცნების" რეგიონული ტურნე აჭარაში ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირებით დაიწყო (ვიდეო)

28.03.23 12:57
"ოცნების" რეგიონული ტურნე აჭარაში ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირებით დაიწყო (ვიდეო)

"ქართული ოცნების" რეგიონული ტურნე აჭარაში  ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირებით  დაიწყო.

ამ წუთებში ბათუმის თეატრში "ოცნების" ლიდერები  მხარდამჭერებს ხდებიან, თუმცა  შენობაში შესვლამდე ადგიზლე შელაპარაკება „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერ ხათუნა ბერიძესა და „ქართული ოცნების“ აქტივისტ გიორგი გიორგაძეს შორის მოხდა.

ადგილზე ენმ-ს მხარდამჭერები და აქტივისტები გარდაცვლილი დეპუტატის, ნუგზარ ფუტკარაძისა და მიხეილ სააკაშვილის გამოსახულებიანი მაისურებით მივიდნენ, რასაც "ოცნების" აქტივისტების გაღიზიანება  მოჰყვა.