"ბიძინა ივანიშვილი უნდა დაეჯილდოვებინათ" - რას ითხოვენ ნორვეგიის საელჩოსთან შეკრებილები

28.03.23 13:27
"ბიძინა ივანიშვილი უნდა დაეჯილდოვებინათ" - რას ითხოვენ ნორვეგიის საელჩოსთან შეკრებილები

ნორვეგიის საელჩოსთან შეკრებილებს ახალი მოთხოვნა აქვთ. აქციის მონაწილეები ამჯერად ბიძინა ივანიშვილის დაჯილდოვებას ითხოვენ.

"ქართული ოცნების" მხარდამჭერები ამტკიცებენ, რომ ივანიშვილმა ქვეყანას "სატანა" მოაშორა და ამისთვის ჯილდო ეკუთვნის. 

რეალურად, ყველამ ვიცით, ვინ მოაშორა ეს ქრისტიანობის მტერი საქართელოსი - ბიძინა ივანიშვილმა. ბიძინა ივანიშვილი უნდა დაეჯილდოვებინათ. ბატონ ბიძნას, თავს უფლებას მივცემ, რომ ქართელი ხალხის სახელით მადლობა გადავუხადო, რომ მოვიდა და ეს სატანა კაცი, ეკლესიების დამანგრეველი და ქრისტაინებსი მკვლელი გააგდო ქვეყნიდა. ვინ უნდა დააჯილდოვონ, იმედია დაფიქრდებია, - ამბობს აქციის მონაწილე.

აქციის კიდევ ერთი მონაწილე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნუ იქნება ლოიალური და სააკაშვილის კანნონის მთელი სიმკაცრით დასაჯოს.  

მე არ მჯერა მისი დაავადებების და არაფროს. ის არის მატყუარა. რა თქმა უნდა, ციხეშ უდნა იყოს. ვის ვერ უმტკიცებენ, რას ვერ უმტკიცებენ? ვერ უმტკიცებენ კი არა, კიდევაც მივმართავ ამ ხელისუფლებას, ზედმეტად ლოიალურები ნუ იქნებით, რა. „ოცნება“ ლოიალურია და მათსავით ფაშისტები არ არიან., დროა, კანოონით აგებინონ პასუხი ყველას, - ამბობს აქციის მონაწილე. 

ამ წუთებში საქართველოში ნორვეგიის საელჩოსთან "ქართული ოცნების" მხარდამჭერების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ისინი მიხეილ  სააკაშვილისთვის ნორვეგიული ჯილდოს გადაცემას აპროტესეტებენ. "ქართული ოცნების" მხარდამჭერები ითხოვენ, ნორვეგიის საელჩომ საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს და თქვას, რომ სააკაშვილისთვის ჯილდოს გადაცემის მომხრე სრულიად ნორვეგიის სახელმწიფო არ ყოფილა.