სააკაშვილი დღეს აიწონა და 64 კილოგრამს იწონის - ზურაბ ჩხაიძე

28.03.23 15:13
სააკაშვილი დღეს აიწონა და 64 კილოგრამს იწონის - ზურაბ ჩხაიძე

კლინიკა „ვივამედის“ დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი 64 კილოგრამსა და 400 გრამს იწონის. მედიკოსი ამტკიცებს, რომ პაციენტი  სამკურნალო დანიშნულების მიღებაზე უარს ამბობს: 

დღეს შემიძლია დავასახელო წონა და ამის შემდეგ ნუ დავასახელებთ ამ რიცხვებს, იმიტომ, რომ კლება არის თუ მატებაა, შემდეგ ეს ძალიან უარყოფითად აისახება მის დამოკიდებულებაზე ექიმებისა და ზოგადად მკურნალობის მიმართ. დღეს აიწონა და პაციენტი იწონის 64 კილოგრამსა და 400 გრამს. ეს არის წინა მონაცემთან შედარებით, მომატებული. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს ასე გაგრძელდება თუ ამას რაღაც გარე ფაქტორები ხელს არ შეუშლის“,- განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.