იტალიაში 32 წლის ქართველი ქალი დაჭრეს

28.03.23 15:49
იტალიაში 32 წლის ქართველი ქალი დაჭრეს

იტალიაში,  32 წლის ქართველი ქალი დაჭრეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, შემთხვევა ლიბერტას რაიონში მოხდა. ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა მძიმეა. 

მედიის ცნიბით, ქალს ჭრილობები შუა ხნის კაცმა, ცეცხლსასროლი იარაღით მიაყენა.

პოლიციამ კაცი მალევე დააკავა. 

დანაშაულის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.