ექსკლუზივი -სპეცოპერაციების სერია თბილისის რამდენიმე უბანში - ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი
,,პირველების" ინფორმაციით, პოლიციამ თბილისის რამდენიმე უბანში სპეცოპერაცია ჩაატარა. თბილისის სხვადასხვა უბანში დაკავებულია რამდენიმე პიროვნება. სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს.
სამართალდამცველები მობილიზებულები იყვნენ ვაკეში, აბაშიძის ქუჩაზე, სადაც ტვ პირველის ინფორმაციით, ერთ-ერთი შეიარაღებული პირი გადაადგილდებოდა. ტვ პირველის ინფორმაციით , დაკავებული დავით იმნაძეა. ამ წუთებში თამარაშვილის გამზირზე იმნაძის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა მიმდინარეობს.
აბაშიძის ქუჩის მცხოვრებლები ტვ პირველთან სპეცოპერაციის ჩატარების ფაქტს ადასტურებენ.
შსს იმნაძის დაკავების ფაქტს ადასტურებს.
მსგავსი სიახლეები
29.10.26 18:06
ლაითურის ციხეში პოლიციას ელოდებიან - ადვოკატის თქმით, პატიმრის შესაძლო გაუპატიურების საქმის მოწმესთან შეხვედრის ჩანაწერებს არ აძლევენ
ლაითურის ციხეში, პატიმარ გიორგი დავითაძის ადვოკატი იმ მსჯავრდებულთან იყო შესული, რომელიც ამტკიცებს, რომ პატიმრის გაუპატიურების საქმის ოქროს მოწმეა