„პალიტრა მედია" საგანგებო განცხადებას არცელებს

28.03.23 17:19
„პალიტრა მედია" საგანგებო განცხადებას არცელებს

"პალიტრა მედიის“ საგანგებო განცხადებას ავრცელებს - მენეჯმენტი ცილისწამებასა და სიცრუეს უწოდებს 27 მარტს ერთ-ერთ ვებგვერდზე გამოქვეყენებულ ინფორმაციას, რომელის მიხედვითაც - "კეზერაშვილი „პალიტრა მედიას“ აფინანსებს“.

აღსანიშნავია, რომ სტატია სოციალურ მედიაში აქტიურად გაავრცელეს ტროლ-ბოტებმა:

"27 მარტს, ერთ-ერთ ვებგვერდზე განთავსდა სტატია სათაურით „კეზერაშვილი „პალიტრა მედიას“ აფინანსებს“. ეს ცრუ ინფორმაცია სოციალურ მედიაში აქტიურად გაავრცელეს ტროლ-ბოტებმა და შემდეგ დღეს ზოგიერთი პოლიტიკური ლიდერის მხრიდანაც გაკეთდა კომენტარები.

„პალიტრა მედია“ ხაზგასმით აცხადებს, რომ ეს არის ცილისწამება და სიცრუე. თავისი არსებობის 28 წლის განმავლობაში, მიუხედავად არაერთი მცდელობისა, „პალიტრა მედია“ არ მოქცეულა რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის გავლენის ქვეშ. არ მიუღია, არ იღებს და არც მომავალში აპირებს, რომ მიიღოს მათგან დაფინანსება. განსაკუთრებით აბსურდულია ბრალდება კეზერაშვილის და „პალიტრა მედიის“ რაიმე კავშირის შესახებ.

„პალიტრა მედიის“ ყველა ორგანიზაციის და, მათ შორის, ტელეკომპანია “პალიტრანიუსის” ყველა შემოსავალი და ხარჯი გამჭვირვალეა და ხელმისაწვდომია კომუნიკაციების ეროვნული კომისიისთვის და ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.

„პალიტრა მედია“ მოუწოდებს ყველა მედიასაშუალებას, პოლიტიკოსს და საზოგადოების წარმომადგენელს, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი და აბსურდული ინფორმაციის გავრცელებისგან, ტირაჟირებისგან და მასზე კომენტარის გაკეთებისგან." ნათქვამია „პალიტრა მედიის“ განცხადებაში.

რა თქვა "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ?

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ "პალიტრანიუსი" "კეზერაშვილის ტელევიზიას დაემსგავსა". კითხვა მმართველი პარტიის თავმჯდომარეს TV IMEDMA - დაუსვა. ჟურნალისტი დაინტერესდა,  რა ინფორმაცია აქვს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილისა და ტელეკომპანია პალიტრას თანამშრომლობასთან დაკავშირებით.

მე არ ვიცი ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მაქვს, ან შეიძლება მქონდეს, მაგრამ დეტალებში არ შევალ. ყოველ შემთხვევაში არ მინდა ზოგადი ინფორმაცია გავუზიარო ვინმეს. ერთი რამ ნათელია, რომ ბოლო 2-3 თვის განმავლობაში ეს ტელევიზია დაემსგავსა კეზერაშვილის სხვა ტელევიზიას, "ფორმულას", გახდა ერთგვარი "ფორმულა 2", ესაა ჩემი დაკვირვება. დანარჩენი, იქ როგორ გადაფორმდა წილები, როგორია ხარჯები, რომლებსაც გასცემენ ამ ტელევიზიის მესაკუთრეები ამ დეტალებში მე ვერ შევალ", - თქვა ირაკლი კობახიძემ.