გორის მერიის თანამშრომლები ემიგრაციაში გაიქცნენ - უხდიან თუ არა ხელფასებს წასულებს?

28.03.23 17:32
გორის მერიის თანამშრომლები ემიგრაციაში გაიქცნენ - უხდიან თუ არა ხელფასებს წასულებს?

ქვეყნიდან "ქართული ოცნების" ხმადამჭერებიც გარბიან. პარტიას რაიონული ორგანიზაციების წევრები ერთმანეთის მიყოლებიტ ტოვებენ. ემიგრაციაში მიდიან ის საჯარო მოხელეებიც, ვინც წინსაარჩევნოდ  მმართველი გუნდის კოორდინატორები იყვნენ. ქვეყანა უკვე დატოვეს და ემიგრაციაში წავიდნენ გორის მერიის თანამშროლები.

ოპიზიცია ამტკიცებს, რომ ეს ადამიანები ქვეყნიდან წავიდნენ, თუმცასაბიუჯეტო ორგანიზაციიდან ხელფასს მაინც იღებენ.

ჩვენი ინფორმაციით, ეს ადამიანები, რომლებიც დასაქმებულები არიან მერიის სსიპებსა და აიპებში დღეს წასულები არიან უკვე რამდენიმე თვეა ემიგრაციაში და გორის მუნიციპალიტეტის მერიამ დაუფასა ამ ადამიანებს პარტიული დროში ფრიალი და შესაბამისად, დღეს მუშოაბენ როგორც მუნიციპალიტეტში, ასევე ემიგრაციაში, - ამბობს ენმ-ს წევრი ბექა ქორჩილავა

ოპოზიციის ბრალდებებს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმდჯომარის მოადგილე თამარ მურალოვა პასუხობს. მურალოვა ამტკიცებს, რომ ოპონენტები ცრუობენ და ის ადამიანები, რომლებიც ემიგრაციასი წავიდნენ, ხელფასს აღარ იღებენ.