დიდი სიჩქარით მიმავალი ავტომობილი ბავშვებს დაეჯახა - რა მოხდა ფონიჭალის სკვერში
ამ წუთებში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს ქვემო ფონიჭალის ერთ-ერთ სკვერში. აქ ცოტა ხნის წინ სიკვდილს ბავშვები სასწაულით გადაურჩნენ. დიდი სიჩქარით მიმავალი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და სკვერში შევარდა, სადაც ბავშვები თამაშობდნენ. მცირეწლოვნების ნაწილმა გაქცევა მოასწრო, ორი კი ავტომობილის დაჯახების შედეგად დაშავდნენ. ამ წუთებში ისინი ჯეო ჰოსპიტალსში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან.
3 არასრულწლოვანს მძიმე დაზიანებები აღენიშნება, მათი მდგომარეობა სტაბილურია და დამატებითი კვლევები უტარდებათ.
ჯერჯერობით უცნობია, დააკავეს თუ არა ავტომობილის მძღოლი. მომხდარზე გამოძება 276-ე მუხლით დაიწყო.