რესპუბლიკური საავადმყოფო პარალიზების ზღვარზეა - მედიკოსები კლინიკის ხელმძღვანელის გადადგომას ითხოვენ
ქვეყნის ცენტრალური საავადმყოფო პარალიზების ზღვარზეა. პაციენტების ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება. რესპუბლიკურ საავადმყოფოში მედიკამენტების არსებული მარაგი მალე ამოიწურება, ახალი წამლები კი არ შემოაქვთ. იმისთვის,რომ საავადმყოფოს მომარაგება მოხდეს, შესაბამის დოკუმენტაციას ხელი ფინანსური სამსახურის უფროსმა და გენერალურმა დირექტორმა უნდა მოაწერონ, მაგრამ არცერთი მათგანი საავადმყოფოში არ დადის.
ამიტომ მედიკოსები ხელმძღვანელს კლინიკის მიზანმიმართულად განადგურების მცდელობაში ადანაშაულებენ და მის გადადგომას ითხოვენ. პარალელურად თანამშრომლების წინააღმდეგ რეპრესიები ამოქმედდა. დირექტორმა, რომელიც კლინიკაში არ ჩნდება, დისტანციურად თანამდებობიდან გაათავისუფლა საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი და ხარისხის მართვის დეპრატმენტის უფროსი. მიზეზი მათი საპორტესტო აქციაში მონაწილეობა გახდა.
დეტალები იხილეთ, ანა მდივანის რეპორტაჟში.