ერთი გარდაცვლილი და სამი დაშავებული - აჭარაში სტიქია ტრაგედიის მიზეზი გახდა

28.03.23 21:35
ერთი გარდაცვლილი და სამი დაშავებული - აჭარაში სტიქია ტრაგედიის მიზეზი გახდა

ერთი გარდაცვლილი და სამი დაშავებული - აჭარაში სტიქია ტრაგედიის მიზეზი გახდა. ქობულეთში ძლიერი ქარის შედეგად, მსუბუქ ავტომობილს ხე დაეცა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა. 

სამი დაშავებულიდან ერთი არასრულწლოვანია.

ბათუმში ძლიერი ქარის გამო, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ათეულობით შეტყობინება შევიდა. 

ძლიერმა ქარმა ქალაქის ტერიტორიაზე რამდენიმე ხე მოგლიჯა, ასევე ბათუმისა და მახინჯაურის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მოძრაობა შეფერხებულია, აღნიშნულ მონაკვეთზე ელექტროგადამცემი ბოძები არის დაზიანებული.

 ბათუმის მთავარ სტადიონთან პარკინგზე ავტომობილებიც დაზიანდა. მანქანებს რკინის კონსტრუქცია დაეცა.