მოზარდები, რომლებსაც ფონიჭალაში ავტომობილი შეეჯახა, კლინიკაში რჩებიან - მძღოლი იდენტიფიცირებულია

29.03.23 11:36
მოზარდები, რომლებსაც ფონიჭალაში ავტომობილი შეეჯახა, კლინიკაში რჩებიან - მძღოლი იდენტიფიცირებულია

ექიმები ავტოავარიის დროს დაშავებული ბავშვების  გადარჩენას ამ დრომდე ცდილობენ. საუბარია ფონიჭალაში გუშინ მომხდარ ინციდენტზე, სადაც სკვერშ მოტამაშე 12 და 15 მოზარდებს დიდისიჩქარით მიმავალი ავტომობილი შეეჯახა.

15 წლის გოგონას ტვინის შერყევა აღენიშნება, ბიჭს კი ქალა-ფუძის მოტეხილობა და ზედა კიდურების დაზიანებ აღენიშნება. 

ერთ-ერთი ვერსიით, კაცი, რომელიც ფონიჭალაში ჯიპის მარკის ავტომობილით სკვერში შევვარდა, არაფხიზელ მდგომარეობაში  იმყოფებოდა.

იქიდან მოდიოდა  შემოვარდა. ბავშვები იყვნენ იქ, თამაშობდნენ. გაზს დააჭირა, ვერ დამოირჩილა და დაეჯახა ბაშვებს, სამივე ბავშვს. მაღალი სიჩქარით შემოვვარდა მანდ. მტელი პოლიციელები იყვნენ აქ მოსულები. არ ვიცი, მე არ ვიცნობ, - ყვება ადგილობრივი. 

"ტვ პირველის"  ინფორმაციით, გომელაურის უწყებამ მძღოლის დეინტიფიცირება უკვე მოახდინა. ის ამ დროისათვის გამომძიებლის კითხვებს პასუხობს.